

ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ K Consulting-ი - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს შენთან ერთად შენი ბიზნესის წარმატებისთვის. ჩვენ დაგეხმარებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის - ადამიანური კაპიტალის, მართვაში და ვიზრუნებთ შენი კომპანიის ბრენდის განვითარებაზე.
თუ მზად ხარ წარმატებისთვის, K Consulting-ის გუნდი სიღრმისეულად შეისწავლის შენი ბიზნესის ნებისმიერი სირთულის საჭიროებას და შემოგთავაზებს მხოლოდ პრაქტიკულ და ქმედით გადაწყვეტილებებს.
სერვისები
ჩვენი გუნდი
K Consulting-ი გვაერთიანებს განსხვავებული გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და ხედვის მქონე პროფესიონალებს. ერთად ჩვენ ვქმნით ეფექტურად მომუშავე გუნდს, რომელიც მზადაა გაუმკლავდეს შენი ბიზნესის გამოწვევებს, დასახოს სწორი სტრატეგიები, გაგიწიოს საჭირო კონსულტაცია და დაგეხმაროს ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაში.









დამსაქმებლის ბრენდინგი დაგეხმარება მოიპოვო კონკურენტული უპირატესობა შრომით ბაზარზე, გაზარდო ინტერესი შენი კომპანიის მიმართ და შეამცირო თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი.

ძლიერი მარკეტინგული სტრატეგია დაგეხმარება განსაზღვრო ოპტიმალური მოგების პოტენციალი და უზრუნველყო შენი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა.

შენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია აუცილებელია ორგანიზაციაში HR პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის.

სამუშაოს შესრულების/შეფასების მართვის გამართული სისტემა დაგეხმარება ორგანიზაციის საერთო შედეგების გაუმჯობესებაში.

სწავლებისა და განვითარების სისტემა უზრუნველყოფს შენი კომპანიის თანამშრომელთა უნარების, ცოდნისა და კომპეტენციის გაუმჯობესების მუდმივ პროცესს.

სამუშაოს ანალიზის შედეგად შენ შეძლებ ეფექტურად გაანაწილო ადამიანური რესურსები და თანამშრომლებს შეუქმნა უფრო ზუსტი წარმოდგენა მათ მიმართ არსებული მოლოდინების შესახებ.

ონბორდინგის პრაქტიკის დანერგვა დაგეხმარება გაზარდო თანამშრომლების ჩართულობა, შეუქმნა მათ ორგანიზაციის მიმართ ლოიალობის განცდა და თავიდანვე აგრძნობინო თავი გუნდის სრულფასოვან წევრებად.

სოციალური მედიის ეფექტურად მართვა დაგეხმარება გაზარდო ბრენდის ცნობადობა, გქონდეს მუდმივი ინტერაქცია შენს მომხმარებლებთან, მოიპოვო მათი ლოიალობა და გაზარდო მოგება ნაკლები დანახარჯებით.

ძლიერი ბრენდი დაგეხმარება მოიპოვო მომხმარებლების აღიარება, ლოიალობა და ნდობა, რაც გაზრდის კომპანიის გაყიდვებს და გაგიმარტივებს ახალი პროდუქტების პოპულარიზაციას.

მოტივირებული და ჩართული თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო გუნდი დაგეხმარება გაზარდო შემოსავლები, შეინარჩუნო კვალიფიციური თანამშრომლები და აამაღლო მათი პროდუქტიულობა.
ჩვენი პარტნიორები












გაეცანი ჩვენს ბლოგს:
